დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

279 ადამიანის სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება

1134712
დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე მინას-ჟერაისის შტატში, სამთო ნარჩენების კაშხალის გარღვევის შედეგად, ბოლო მონაცემებით 65-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა, ხოლო დაახლოებით 279 ადამიანის სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.    ქალაქ ბრუმადუნოში ევაკუაცია გაუკეთეს 3 ათასამდე ოჯახს და ისინი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.   ფირმა რომელიც ამ კაშხალზე სამუშაოებს აწარმოებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს  მესამე შემთხვევა გახლავთ. 2015 წელს მსგავსი უბედური შემთხვევის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც ეს ფაქტი იმ დროს,  ბრაზილიაში ყველაზე დიდ ეკოლოგიურ  კატასტროფად შევიდა ისტორიაში.



მსგავსი ინფორმაციები