აშშ-ში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ამერიკის ტეხასის შტატში სკოლაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 პოლიციელი დაიჭრა
1134820

ამერიკის ტეხასის შტატში სკოლაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 პოლიციელი დაიჭრა.
ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების თანახმად რეგიონში მდებარე ლიცეუმზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა და რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა.
ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარის შედეგად 5 პოლიციელი დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰიუსტონის მერმა სილვესტერ ტორნერმა სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებული იქნა.
თავდასხმის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და მოსახლეობას მოუწოდეს ნუ მიუახლოვდებიან ინციდენტის ადგილს.