ნიუ-იორკში მადუროს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ნიუ-იორკში მადუროს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

1133958
ნიუ-იორკში მადუროს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აშშ-ს ქალაქ, ნიუ-იორკში ვენესუელის პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აშშ-ს მხრიდან, ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარება გააკრიტიკეს. აქციის მონაწილეები,  „აშშ, ვენესუელისგან ხელები შორს დაიჭირე“ წარწერებიან ტრანსპარანტებით და ამ ქვეყნის დროშებით გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა ვენესუელის დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარი დაჭირეს და აშშ-ს იმპერიალისტური პოლიტიკა გააკრიტიკეს. ვენესუელაში 23 იანვარს ოპოზიციის და მთავრობის მიერ გამართული აქციებით ქვეყანაში და რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც აშშ-ს ჩათვლით კანადამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ, ჩილემ, არგენტინამ და სხვა მრავალმა ქვეყანამ მალევე დაუჭირეს მხარი. მეორეს მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს მექსიკამ, თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ჩინეთმა, ირანმა და ბოლივიამ დაუჭირეს მხარი.



მსგავსი ინფორმაციები