სამთო ნარჩენების კაშხლის ჩამონგრევამ მსხვერპლი გამოიწვია

7 ადამიანის გვამს მიაგნეს, 150 დაკარგულად ითვლება

1133633
სამთო ნარჩენების კაშხლის ჩამონგრევამ მსხვერპლი გამოიწვია

 

ბრაზილიის სამხრეთ-დასავლეთში მოქმედი სამთო ნარჩენების კაშხლის წუხელ ჩამონგრევის შემდეგ, 7 ადამიანის გვამს მიაგნეს, ხოლო დაახლოებით 150 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათი საძიებო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სამთო კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კაშხლის ჩამონგრევისას იქ იმყოფებოდა 427 კაცი და მათგან 279 გადაარჩინეს.

ჯერჯერობით არ არის დადგენილი კაშხლის ჩამონგრევის მიზეზები.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯეირ ბოლსონარომ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში მწუხარება გამოთქვა ამ ტრაგედიის მიმართ და აღნიშნა, რომ სამ მინისტრს რეგიონში გააგზავნის.



მსგავსი ინფორმაციები