ალებში ვერტმფრენი თვითმფრინავს დაეჯახა
დაიღუპა 5, დაშავდა 2 ადამიანი
1133554
იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში, ალპების რეგიონში ვერტმფრენისა და პატარა კერძო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა.
ამ ამბის თვითმხილველმა ალპინისტებმა შეტყობინება გაუგზავნეს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს და მათაც რეგიონში სასწრაფო დახმარების ვერტფრენები მიაგზავნეს.
სამაშველო ეკიპაჟის თანამშრომელთა განცხადებით, ამ საჰაერო კატასტროფის დროს 5 კაცი დაიღუპა, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეებს წარმოადგენენ, ხოლო 2 დაშავდა, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.
ჯერ ჯერობით უცნობია შეჯახების მიზეზები