ვენესუელაში ვითარება დაძაბულია

მადუროს ხელისუფლება არეულობას ამერიკას მიაწერს

1132773
ვენესუელაში ვითარება დაძაბულია

 

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, თურქეთის პრეზიდენტს, რუსეთს და ჩინეთს მისი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სოციალური ანგარიშიდან გავრცელებული მესიჯით მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელა მარტო არ არის.

"რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მთავრობები და ხალხები მტკიცე მხარდაჭერას გამოთქვამენ ვენესუელის კანონიერი ხელისუფლებისადმი, რომელიც არჩევნებით არის მოსული. აი ამ კატეგორიული მხარდაჭერის გამო სუყველას მადლობას მოვახსენებ“, აღნიშნულია მადუროს მესიჯში.

როგორც ცნობილია, გუშინ წინ, ვენესუელაში მძლავრი  აქციები დაიწყეს ოპოზიციამაც და მთავრობის მხარდამჭერებმაც, რამაც ქვეყანაში ვითარება ძალზედ დაძაბა. უმრავლესობის  ოპოზიციის ხელში მყოფმა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გუაიდომ ოპოზიციის მიტინგზე თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა და იგი უმალ აღიარეს აშშ-მა, კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ბრაზილიამ, ჩილემ, პანამამ, არგენტინამ, კოსტა რიკამ და გვატემალამ.

პრეზიდენტი ნიკოლა მადურო კი სიტყვით გამოვიდა დედაქალაქ კარაკასში პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ მის მხარდამჭერთა მიტინგზე და თქვა, რომ 72 საათის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატები ვენესუელას დატოვებენ.



მსგავსი ინფორმაციები