სამგზავრო ავტობუსი ნავთობის ტანკერს შეეჯახა

24 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

1130443
სამგზავრო ავტობუსი ნავთობის ტანკერს შეეჯახა

 

პაკისტანში, ავტობუსის და ნავთობის ტანკერის შეჯახების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში, სინდჰის პროვინციაში მდებარე ქალაქ კარაჩიდან ბელუჯისტანის ქალაქ პანგურისკენ მიმავალი 40 მგზავრიანი სამგზავრო ავტობუსი, საპირისპირო მიმართულებით მომავალ ნავთობის ტანკერს შეეჯახა და პირველადი ცნობებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს 24 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა და მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, შეჯახების დროს წარმოქმნილი ხანძრის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი მოეკიდა და მეხანძრეებმა შესძლეს მათი ჩაქრობა.

გასული წლის აგვისტოში, ამავე პაკისტანში, ტანკერისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები