ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი მეზღვაური დაიღუპა

დაღუპული მეზღვაურების იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა

1130352
ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი მეზღვაური დაიღუპა

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ორ ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ერთ-ერთ მათგანზე აფეთქება მოხდა. გემებზე 16 თურქი, 15 კი ინდოეთის მოქალაქე გახლდათ. ტანკერებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 მეზღვაური დაიღუპა, 12 კი გადაარჩინეს. გადარჩენილი 12 მეზღვაურიდან 8 თურქეთის მოქალაქეა.   დანარჩენების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები