ბრიუსელი პარასკევს ნატო-რუსეთის შეხვედრას უმასპინძლებს
განიხილავენ რუსეთთთან პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების საკითხს
რუსეთისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები პარასკევს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ.
ნატო-ს ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ნატო-რუსეთის საბჭო რუსეთთთან პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მიზნით გამართავს შეკრებას და მისი თარიღი მოსკოვის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებით დადგინდა.
აღსანიშნავია, რომ ეს შეკრება იმართება აშშ-ს მხრიდან რუსეთისათვის საშუალო მანძილიანი ბირთვული ძალების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის მიცემული 60-დღიანი ვადის ამოწურვამდე, რომლის ბოლო თაირი 2 თებერვალია.
ნატო-რუსეთის საბჭოს მექანიზმი 2002 წელს დაარსდა და იგი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, გააცნონ ერთმანეთს მოსაზრებები და ამასთან ითანამშრომლონ საერთო უსაფრთხოების საკითხებში.
თუმცა, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ნატო-რუსეთის საბჭოს, საკომუნიკაციო არხების ღიად დატოვების მიზნის გარდა, სხვა ფუნქცია აღარ აქვს
მსგავსი ინფორმაციები
ჯორჯია მელონისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ჯორჯია მელონისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა