ანტონიო გუტიერესმა  სირიაში შესაქმნელი ბუფერული ზონის შესახებ განცხადება გააკეთა

ანტონიო გუტიერესმა  სირიაში შესაქმნელი ბუფერული ზონის შესახებ განცხადება გააკეთა

1128921
ანტონიო გუტიერესმა  სირიაში შესაქმნელი ბუფერული ზონის შესახებ განცხადება გააკეთა

გაეროს გენერალურმა  მდივანმა  ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში შესაქმნელი ბუფერულ ზონის საკითხში თურქეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას გათვალისწინებული. გუტიერესმა გაეროს შტაბ ბინაში გამართული პრესკონფერენციის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. „ჩვენ გვჯერა, რომ სირიაში არსებული სიტუაცია სამი პრინციპით უნდა მოგვარდეს. პირველი, სირიის სუვერენიტეტი და  ტერიტორიული მთლიანობა უნდა იქნეს გათვალისწინებული. მეორე პრინციპი, თურქეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ზომები  უნდა იქნეს გათვალისწინებული. მესამე კი, იქ ბუფერული ზონის ჩამოყალიბების თუ სხვა საკითხების გადაწყვეტის დროს  მოსახლეობის მრავალფეროვნება უნდა იქნეს გათვალისწინებული,“ განაცხადა გუტიერესმა.

მან,  საუდელი ჟურნალისტის,  ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებითაც გააკეთა თავისი შეფასება და დასძინა: „მე არ მაქვს არანაირი საგამოძიებო უფლებამოსილება. გამოძიებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო მშვიდობის და უსაფრთხოების შემცველ ფაქტად თუ შეაფასებს, მაშინ მეც შემიძლია გამოძიებისთვის განკარგულება გავცე. ზოგიერთ შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება გააჩნია. მე არ მაქვს არანაირი საგამოძიებო უფლებამოსილება და არცერთი ქვეყნიდანაც ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადი, ჯერ არ შემოსულა. იმ შემთხვევაში თუ გაეროს წევრი ქვეყნებიდან ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადი იქნება შემოტანილი, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს  მრავალი სხვადასხვა მეთოდი გააჩნია და მათგან ერთ-ერთს მიმართავს.“



მსგავსი ინფორმაციები