ტრამპმა პენტაგონის ანგარიში შეაფასა

“ჩვენ კოსმოსური ძალების სარდლობა შევქმენით“

1128204
ტრამპმა პენტაგონის ანგარიში შეაფასა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) სარაკეტო თავდაცვის საქმის კვლევის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა: "ჩვენ გავანადგურებთ ყველანაირი ტიპის რაკეტას, რომელიც მომართული იქნება ჩვენი მტრის ძალების ან სხვა ნებისმიერი მხრიდან, თანაც, მიუხედავად რაკეტების ტიპისა ან გეოგრაფიული წარმოშობისა".

მისივე თქმით, ირანის კოსმოსური თანამგზავრის გატყორცნა გასულ კვირას, წარუმატებლად დასრულდა და იგი წარმატებული რომ ყოფილიყო, მას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შექმნაშიც გამოიყენებდა, თუმცა, ისინი არ დაუშვებენ თეირანის მხრიდან ისეთი მძლავრი იარაღის შექმნას, რომელიც ამერიკასაც მისწვდება.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი ტექნოლოგიის განვითარებით, მეტოქესთან კონკურენციაში ყოველთვის წინ უნდა იყოს, ამიტომაც, აშშ-ი ყველანაირი ტიპის რაკეტებისგან, მათ შორის ზებგერითი და საკონტინენტთაშორისო რაკეტებისგან თავდაცვის მიზნით პოზიციას შეიცვლიან.

“ჩვენ კოსმოსურ სივრცეს საომარ ველად მივიჩნევთ და ამიტომ, კოსმოსური ძალების სარდლობა შევქმენით. ამ მიზნით სპეციალურ თანხებსაც გამოვყოფთ ბიუჯეტიდან და ისეთი ახალი თავდაცვის სისტემას შევქმნით, რომლითაც ჩამოვაგდებთ ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას“, აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, ევროპაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა, მაგრამ, როგორც კი ნატოს წევრ ქვეყნებს ვალდებულებების შესრულება და მის ფარგლებში თავდაცვითი ხარჯების გადახდა მოსთხოვათ, მისი პოპულარობა დაეცა.



მსგავსი ინფორმაციები