ინდოეთში ღორის გრიპისგან დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

13 დღეში 49 კაცი დაიღუპა

1128680
ინდოეთში ღორის გრიპისგან დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

 

ინდოეთის ეროვნული ავადმყოფობის კონტროლის ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლის 13 დღის განმავლობაში ღორის გრიპი დაუფიქსირდა 1694 კაცს და მათგან 49 დაიღუპა.

საყურადღებოა, რომ ეს ციფრები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ უფრო მეტია.

H1N1 ვირუსისგან ყველაზე მეტი, 31 ადამიანი რაჯასტანის პროვინციაში დაიღუპა და მას დეჰლის, გუჯარათის და ჰარიანას რეგიონები მოჰყვება.

2018 წელს ინდოეთში ღორის გრიპი დაუფიქსირდა მთლიანობაში 15 ათას კაცს და მათგან 1103 დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები