ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტზე უარი თქვა

კენჭისყრაზე მის წინააღმდეგ გამოვიდა 432 დეპუტატი

1126493
ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტზე უარი თქვა

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მხრიდან ევროკავშირთან ხელმოწერილი Brexit-ის შეთანხმება, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ითვალისწინებდა, ინგლისის პარლამენტის მიერ უარყოფილ იქნა, რადგან მას გუშინდელ კენჭისყრაზე 202 დადებითი ხმის წინააღმდეგ უარყოფითი ხმა მისცა 432 პარლამენტარმა.

კენჭისყრის შედეგების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მისი ნდობის საკითხს დააყენებს, შეიძლება იგი განხილულ იქნას. კენჭისყრის დაწყებამდე კი მეიმ განაცხადა:

"შეთანხმების წინააღმდეგ ხმის მიცემა სხვა არაფერია, თუ არა გაურკვევლობა, გაყოფა და სრული უთანხმოება".

კენჭისყრაზე ბრექსტის შეთანხმების უარყოფის შემდეგ, ლეიბორისტულმა პარტიამ ტერეზა მეის მთავრობის მიმართ ნდობის საკითხის დაყენება მოითხოვა.

ბრექსიტის უარყოფით ქვეყნის დღის წესრიგში დგება ვადამდელი არჩევნები და ახალი რეფერენდუმი.

ბრიტანეთმა  ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმით.



მსგავსი ინფორმაციები