შეიარაღებულ თავდასხმა ნიუ ჯერსში

დაიჭრა 2 ადამიანი

1124165
შეიარაღებულ თავდასხმა ნიუ ჯერსში

 

აშშ-დან მიღებული ინფორმაციებით, ნიუ ჯერსის პროვინციის ჯერსი სიტის რეგიონში მოქმედ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული შეიარაღებულ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

ჯერსი სიტის მერმა სტივ ფულოპმა განაცხადა, რომ  Newport Centre/ნიუპორტ ცენტრეს სახელწოდების სავაჭრო ცენტრში, გუშინ საღამოს, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ირგვლივ მყოფებს და 1 კაცი მუცელში დაჭრეს, მეორე კი მკლავიდან.

მისივე თქმით, დაჭრილების მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია, სავარაუდოდ სროლა მოხდა ორი დაპირისპირებული ბანდის წევრებს შორის და ინციდენტში ჩართული ორი ადამიანი უკვე დააკავეს.

თავდასხმის შემდეგ, სავაჭრო ცენტრის ევაკუაცია მოახდინეს



მსგავსი ინფორმაციები