პარიზში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟინვამ გამოიწვია

1124382
პარიზში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მე-9 რეგიონში მდებარე ტრევიზეს გამზირზე მოქმედ პურ საცხობს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ მას ძლიერი აფეთქება მოჰყვა, რის შედეგადაც 4 კაცი დაიღუპა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის განცხადებით დაღუპულთაგან 2 მეხანძრეა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობამ 36 კაცს მიაღწია და მათგან 3 ისევ მეხანძრეა.

აფეთქება იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ მეზობელი კორპუსებიც და ახლომდებარე ავტომანქანებიც დაზიანებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები



მსგავსი ინფორმაციები