მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთში  ტურნეს აგრძელებს

ამერიკა ირანზე ზეწოლას სამომავლოდაც გააგრძელებს

1121875
მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთში  ტურნეს აგრძელებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ პოლიტიკურ და სავაჭრო ზეწოლას მომავალშიც გააგრძელებენ. მაიკ პომპეომ ამის შესახებ,  ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიის დედაქალაქში თავის კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს  განაცხადა. პომპეომ ასევე განაცხადა, რომ იორდანია რეგიონში, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია რა, მას სირიის პრობლემის სამშვიდობო გზით მოგვარებაში  მნიშვნელოვანი წვლილი  შეაქვს. „იორდანიის ჩათვლით სხვა აშშ-ს მოკავშირეები ირანზე ზეწოლას სამომავლოდაც გააგრძელებენ. ირანი რეგიონში სერიოზულ რისკს წარმოადგენს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ სირიიდან ჩვენი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება, ირანის და დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლაზე არანაირ პრობლემას არ გვიქმნის და ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ჩვენი სურვილია, ირანი ნორმალურ ქვეყანად გადაიქცეს. ამიტომ თეირანის მიმართ პოლიტიკურ და სავაჭრო ზეწოლას მომავალშიც ორმაგად გავაგრძელებთ,“ განაცხადა პომპეომ. მეორეს მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის იორდანიაში ვიზიტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც შეაფასა და დასძინა, რომ პომპეოს მათ ქვეყანაში ვიზიტი  „სწორ“ დროს განხორციელდა  რა, მისივე თქმით, შეხვედრაზე რეგიონალური მათ შორის, პალესტინა-ისრაელის დაძაბულობის და სხვა მრავალი საკითხი განიხილეს.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიის შემდეგ ეგვიპტეს, ბაჰრეინს, კატარს, საუდის არაბეთს,  ომანს და ქუვეითს ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები