თავდასხმა დაწყებით სკოლაში
დაიჭრა 20 მოსწავლე
1121229

ერთმა დანით შეიარაღებულმა პირმა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დაწყებითი სკოლის 20 მოსწავლე დაჭრა.
ჩინეთის ყოველდღიურ გაზეთ China Daily-ს თანახმად, პეკინის შიჩინგის რაიონის შუენვუს უბნის საჯარო დაწყებით სკოლაში, დღეს დილით დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 20 მოსწავლე დაჭრა რა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, ყველა დაჭრილი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.
ხელისუფლებას, ამ ინციდენტის თაობაზე ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით კი მათ 1 ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა, მისი ვინაობა ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ