პარიზში აქციები არ ცხრება

დემოსტრანტებმა საპარლამენტო საქმეთა სამინისტროს შენობის კარები შეამტვრიეს

1120070
პარიზში აქციები არ ცხრება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ყვითელ ჟილეტებიანების აქციის დროს, დაუდგენელმა პირებმა საპარლამენტო საქმეთა სამინისტროს შენობის კარები შეამტვრიეს და ეზოში მდგარი 2 ავტომობილი დააზიანეს.

ამ დროს დაცვამ შესძლო შენობაში მყოფი საპარლამენტო საქმეებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრისა და მთავრობის პრესსპიკერის, ბენჟამინ გრივოქსის გაყვანა.

ამ უკანასკნელმა პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე, სამინისტროს შენობაში მუშაობის დროს, რამდენიმე ყვითელ ჟილეტიანმა და შავებში ჩაცმულმა კაცებმა სამინისტროს შესასვლელი კარი გატეხეს და ეზოში მდგარი ორი ავტომანქანა დააზიანეს.

მისივე თქმით დაცვამ შესძლო უკანა კარიდან მისი უსაფრთხოდ გაყვანაც და შენობაში მყოფი პერსონალის დაცვაც.

“ასეთი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია, რადგან მისი სამიზნე არა მე, არამედ საფრანგეთის რესპუბლიკა არის“, განაცხადა ფრანგმა მინისტრმა და დაამატა, რომ თავდამსხმელების გამოვლენის და დასჯის მიზნით, პარიზის პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები