ჯეიმს ჯეფრი აშშ-ის დაეშთან ბრძოლის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა
მანამდის ამ თანამდებობას ბრეტ მაკკურკი იკავებდა

აშშ-ის დაეშთან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენლის, ბრეტ მაკკურკის გადადგომის შემდეგ, ამ თანამდებობაზე, აშშ-ს, სირიის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი, ჯეიმს ჯეფრი დაინიშნა. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, რობერტ პალადინო საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამის შემდეგ ტერ ორგანიზაცია, დაეშთან ბრძოლის საკითხს აშშ-ს, სირიის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი, ჯეიმს ჯეფრი უხელმძღვანელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯეფრი, აშშ-ს სირიის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზეც გააგრძელებს მუშაობას. მაკკურკიმ ერაყში ხუთ წლიანი მუშაობის დროს შიძლება ითქვას, რომ ქვეყნა სექტანტურ დაპირისპირების ქაოსამდე მიიყვანა. იგი ასევე, დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ტერ ორგანისაცა, YPG/PKK-ს ანიჭებდა უპირატესობას. მაკკურკი ასევე ცდილობდა, რომ სირიაშიც ერაყის მსგავსი პოლიტიკა განეხორციელებინა. ბრეტ მაკკურკი, აშშ-ს მთავრობის მიერ სირიიდან სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამ თანამდებობიდან 19 დეკემბერს გადადგა.