ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მას 5 ჯარისკაცი და 2 პილოტი ემსხვეპლნენ

1119010
ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის  წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.


ნიგერიის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, Mi-35M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბორნოს პროვინციის დამასაკის რეგიონში, ბოკო ჰარამზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და 5 ჯარისკაცთან ერთად თვითმფრინავის 2 პილოტიც დაიღუპნენ.

მანვე თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაფერი განაცხადა. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა ტერორისტებმა ჩამოაგდეს.

ბოკო ჰარამი ნიგერიაში პირველად 2000-იან წლებში გამოჩნდა, ხოლო ძალზედ გააქტიურდა 2009 წლის შემდეგ და მის თავდასხმებს ქვეყანაში უკვე 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

2015 წლის აქეთ ეს ორგანიზაცია თავდასხმებს აწყობს ასევე ნიგერიის მეზობელ ჩადისა და ნიგერის სახელმწიფოებზეც



მსგავსი ინფორმაციები