ამერიკა რუსეთს პოლ უილანსის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

პოლ უილანსი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 28 დეკემბერს დააკავეს

1118693
ამერიკა რუსეთს პოლ უილანსის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რუსეთს დედაქალაქ მოსკოვში დაკავებული ამერიკის მოქალაქე,  პოლ უილანსის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა  სამსახურმა  (ფსბ) პოლ უილანსი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 28 დეკემბერს დააკავა. ბრაზილიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტ,  ჟაირ ბოლსონარუს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გამკეთებელმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ყოფილი საზღვაო ქვეითის დაკავების შესახებ მოსკოვისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან რა, მის დაუყონებლივ გათავისუფლებასაც მოითხოვენ. მეორეს მხრივ, რუსეთის ფედერაციის კანონების თანახმად, „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული პირის მიმართ  სისხლის სამართლის საქმე 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი ინფორმაციები