პენტაგონის პრესსპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

პენტაგონის პრესსპიკერი, დანა ვაითი, თანამდებობიდან გადააყენეს

1117066
პენტაგონის პრესსპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

თანამდებობიდან გადააყენეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პენტაგონის პრესსპიკერი დანა ვაითი და მის მაგიერ ჩარლს ე. სამერს, უმცროსი დანიშნეს.   

პენტაგონის პრესსპიკერი და საზოგადოებასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი მრჩეველი დანა ვაითი, რომლის წინააღმდეგაც დიდი ხანია პერსონალის მიმართ ცუდი მოპყრობის გამო ადმინისტრაციული მოკვლევა მიმდინარეობდა, თავდაცვის მინისტრის ჯეიმ მატისის გადადგომასთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პენტაგონის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „2019 წლის 1 იანვრიდან ჩარლს ე. სამერს, უმცროსი საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.“

სამერსი თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მრჩევლის მოადგილედ მუშაობდა.

ვაითმა კი Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „მინისტრ მაისთან, ჩვენს სამხედროებთან და მათ მხარდამჭერ ყველა სამოქალაქოსთან ერთად სამსახურის გაწევის შესაძლებლობის მოცემის გამო მადლობას მოვახსენებ ამ ხელისუფლებას. ეს ჩემთვის პრივილეგია და პატივი იყო.“

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატისის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშნული ვაითი, მატისის მაგიერ დანიშნულმა პეტრიკ შენაჰენმა გადააყენა.

შეგახსენებთ, რომ მატისმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სირიიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დატოვა თანამდებობა.



მსგავსი ინფორმაციები