გერმანია  ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია

გერმანია  ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია

1114679
გერმანია  ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ევროპაში ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგი არიან. გერმანელმა დიპლომატმა ეს განცხადება ვაშინგტონის მხრიდან  საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების რუსეთთან მიღწეული  შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებების შეფასების დროს გააკეთა. „ევროპა არ უნდა იქცეს ბირთვული იარაღის რაოდენობის ზრდის საკითხზე დებატების არენად. საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსება გერმანიისათვის  დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ცივი ომის დროინდელი ლოგიკაა. 1980-იანი წლების პოლიტიკა თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში ვერ დაგვეხმარება“, განაცხადა ჰეიკო მაასმა.



მსგავსი ინფორმაციები