იაპონია მომდევნო წლებში ასი ათასობით უცხოელი მუშახელის მიღებას გეგმავს

იაპონია მომდევნო წლებში ასი ათასობით უცხოელი მუშახელის ქვეყანაში მიღებას გეგმავს

1114152
იაპონია მომდევნო წლებში ასი ათასობით უცხოელი მუშახელის მიღებას გეგმავს

იაპონია, მოსახლეობის სწრაფი დაბერებისა და  ახალგაზრდების მიერ სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების ვერ დაკმაყოფილების გამო მომდევნო წლებში ასი ათასობით უცხოელი მუშახელის ქვეყანაში მიღებას გეგმავს.

ამ ფარგლებში აპრილში მისაღები ახალი სავიზო სისტემა სტუმარ მუშახელს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.  

Deutsche Welle-ს თურქული რედაქციის ცნობით, იაპონიის მთავრობა ქვეყანაში მყოფი უცხოელი მუშახელის პირობების გასაუმჯობესებლად ნაბიჯებს გადადგამს.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოელი მუშახელის სამომავლო სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარებისათვის სათანადო ზომები გაატაროს.  

იაპონიის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ზომების ფარგლებში სტუმარი მუშახელის სამუშაო საათების გაუმჯობესებას, ანაზღაურების მომატებას და სამუშაო უსაფრთხოების მიცემას ითვალისწინებს.  

იაპონიის მთავრობას ასი ათასობით უცხოელი მუშახელისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩაუტარებლობის გამო აკრიტიკებენ.  

ვრცელდება ბრალდებები, რომ იაპონიაში ჩასულ უცხოელ მუშახელს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ამუშავებენ და მათი შრომის ექსპლუატაციას ეწევიან.   

ადვოკატების ცნობით, სტაჟიორის სახელით დასაქმებულ მუშახელს იაპონური ფირმები ისე იყენებს როგორც იაფ მუშახელს და ისინი საზოგადოებისგან გარიყულად ცხოვრობენ.  

ამავდროულად იმ ქვეყნებში არსებული საშუამავლო ფირმები, რომლებიც იაპონიაში სამსახურის მოძიებაში ეხმარებიან ადამიანებს, მომსახურების მაღალ საფასურს იღებენ და მუშახელის დავალიანებას იწვევენ.

იაპონიის მთავრობის მიერ გატარებული ახალი ზომების ფარგლებში მუშახელის მშობლიურ ქვეყნებთან თანამშრომლობა და აღნიშნული ფატების აღკვეთა იგეგმება.  


საკვანძო სიტყვები: #იაპონია , #მუშახელი , #დასაქმება

მსგავსი ინფორმაციები