მაკრონი ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას აფასებს

მაკრონი ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას აფასებს

1112483
მაკრონი ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას აფასებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა,  აშშ-ს მიერ სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას „ღრმა მწუხარებით“  შეხვდა.  მაკრონმა ამის შესახებ,  ჩადის დედაქალაქ,  ნჯამენაში თავის კოლეგა, იდრის დებისთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „ამერიკის ასეთი გადაწყვეტილებისგან ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. იყო მოკავშირე, ეს მხარდამხარ ბრძოლას ნიშნავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, ასევე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის. მოკავშირეები საიმედოები უნდა იყვნენ,“ განაცხადა მაკრონმა.



მსგავსი ინფორმაციები