საფრანგეთში საპროტესტო აქციები არ წყდება

საფრანგეთში საპროტესტო აქციები არ წყდება

1110035
საფრანგეთში საპროტესტო აქციები არ წყდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტუდენტებმა  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საგანმანათლებლო სისტემის გასაპროტესტებლად აქცია გამართეს. სტუდენტთა  კოოპერატივის მიერ ორგანიზებულ აქციაში ასობით სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საგანმანათლებლო სისტემაში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციის მიერ მოსწავლეების დაჩოქება და ბორკილების დადებაც გააპროტესტეს და მათდამი სოლიდარობის მიზნით გარკვეული პერიოდი ქუჩაში დაიჩოქეს.  შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით „შავი სამშაბათი“ სახელწოდების აქცია, გაიმართა.  6 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციების დროს 700-ზე მეტი, 5 დეკემბერს კი 32 საშუალო სკოლის მოსწავლე დააკავეს.   



მსგავსი ინფორმაციები