გაერომ ლტოლვილების  კონსენსუსი დაამტკიცა

გაერომ ლტოლვილების  კონსენსუსი დაამტკიცა

1108819
გაერომ ლტოლვილების  კონსენსუსი დაამტკიცა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ლტოლვილების შესახებ პაქტი დაამტკიცა. დოკუმენტს გაერო-ს 181-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი მიგრანტების და ლტოლვილების მასპინძლობის პაქტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული პაქტის შესახებ მოლაპარაკებები გაეროში თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. გლობალური ლტოლვილთა შერიგების პაქტი 181 ქვეყნის მხარდაჭერით იქნა მიღებული. შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება იმის გამო არ დაუჭირა მხარი, რომ თითქოს და ლტოლვილები ჩასული ქვეყნების  სუვერენიტეტს არ სცემენ პატივს.  აშშ-სათან ერთად უნგრეთმაც  წინააღმდეგ მისცა ხმა. ლტოლვილების შესახებ პაქტი სამართლებრივად სავალდებულო არ არის. ის ითვალისწინებს ისეთი ქვეყნების დახმარებას, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)  დაბალია და რომლებიც ამავე დროს დიდი რაოდენობით არალეგალ მიგრანტებს იღებენ. გაერო-ს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 25,4 მილიონზე მეტი ლტოლვილია. ლტოლვილების უმრავლესობა მხოლოდ 10 ქვეყანაში ცხოვრობს. თურქეთი კი ამათგან ერთ-ერთია. ამჟამად თურქეთი 3,5 მილიონზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობს.



მსგავსი ინფორმაციები