საბერძნეთში ერთ-ერთი ტელევიზიის შენობაში ბომბი აფეთქდა

საბერძნეთში სატელევიზიო არხ SKAI-ს შენობას ნელი მოქმედების ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მატერიალური ზარალი მიადგა

1108257
საბერძნეთში ერთ-ერთი ტელევიზიის შენობაში ბომბი აფეთქდა

საბერძნეთში სატელევიზიო არხ SKAI-ს შენობას ნელი მოქმედების ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მატერიალური ზარალი მიადგა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე 45 წუთით ადრე სხვა სატელევიზიო არხსა და საინფორმაციო ვებგვერდში შეტყობინება შევიდა.  

შეტყობინების მიღებისთანავე საბერძნეთის პოლიციამ ტელევიზიის შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. შენობის წინ მდებარე პოსიდონოსის ბულვარი გადაკეტეს და ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაატარეს.

აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფთა პანიკა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქვეყანაში დროდადრო რადიკალურად მემარცხენე ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი თავდასხმები ხდება.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #ტელევიზია , #ბომბი

მსგავსი ინფორმაციები