ტერეზა მეიმ ნდობის მოპოვება შეძლო

ტერეზა მეიმ ნდობის მოპოვება შეძლო

1106157
ტერეზა მეიმ ნდობის მოპოვება შეძლო

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამართულ მისი უნდობლობის საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე, ნდობა  მოიპოვა.  გუშინ,  დიდ ბრიტანეთში  კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ტერეზა მეის  უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად ტერეზა მეის ნდობა 200-მა კონსერვატორმა დეპუტატმა გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადებას კი 117-მა დაუჭირა მხარი. ამ შედეგების მიხედვით მეის მიმართ 12 წლის განმავლობაში უნდობლობის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა აღარ უნდა გაიმართოს. ტერეზა მეიმ პარტიის მხრიდან ნდობის მოპოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „კოლეგების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით ნდობა მოვიპოვე.  თუმცა,   ახლა საჭიროა, ბრექსიტის პროცესის ბოლომდე მიყვანა და ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა.“

შეგახსენებთ, რომ მეის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იგი როგორც პარტიის ლიდერის, ასევე პრემიერმინისტრის თანამდებობასაც დაკარგავდა.



მსგავსი ინფორმაციები