წყალდიდობა ვიეტნამში

წყალდიდობა ვიეტნამში

1106303
წყალდიდობა ვიეტნამში

ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი წყალდიდობის შედეგად წინასწარი მონაცემებით 14 ადამიანი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში მრავალ ქალაქში უკვე ერთი კვირაა გაგრძელებული ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობა მოხდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცმებით 14 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის შედეგად ასევე 23 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ასევე,  62 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი განადგურდა. ძლიერი წვიმების გამო ვიეტნამში მსგავსი ბუნებრივი კატასტროფები ხშირად ხდება.  



მსგავსი ინფორმაციები