იუნკერის ვიზიტი პარიზში გაუქმდა

იუნკერის დღეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილი ვიზიტი „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების გამო გაუქმდა

1099867
იუნკერის ვიზიტი პარიზში გაუქმდა

ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის, დღეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილი ვიზიტი „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების გამო გაუქმდა.

ევროკომისიის ინფორმაციით, იუნკერი ხვალ საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა პარლამენტში „ყვითელი ჟლეტების“ აქციების გამო აღნიშნული პროგრამა გაუქმდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ იუნკერის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი ვახშამი და პარლამენტის თავმჯდომარე რიშარდ ფერონდთან შეხვედრა გადაიდო.

ქვეყნის მასშტაბით „ყვითელი ჟილეტიანები“ 17 ნოემბერიდან მთავრობის მიერ საწვავის ფასების მომატებას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციები მაკრონისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიან გამოსვლებში გადაიზარდა.  
 


საკვანძო სიტყვები: #პარიზი , #იუნკერი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები