მაჰმუდ აბბასი პაპა ფრანცისკეს შეხვდა

პალესტინას ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მოგვარებაში ამერიკის შუამდგომლობა არ სურს

1099625
მაჰმუდ აბბასი პაპა ფრანცისკეს შეხვდა

პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბბასივატიკანში, კათოლიკეების სულიერ ლიდერს პაპა ფრანცისკეს შეხვდა. იტალიური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის საკითხები იქნა განხილული.  მეორეს მხრივ აბბასმა,  იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობისათვის მხოლოდ,  აშშ-ს შუამდგომლობა საკმარისი არ არის. „ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობისთვის,  აშშ-ს შუამდგომლობა საკმარისი არ არის. ქვეყანა, რომელიც გამუდმებით პალესტინის მიმართ სანქციებს აწესებს, არ შეიძლება იყოს შუამდგომელი. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამჟამინდელ ამერიკის მთავრობასთან ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებაში თანამშრომლობა არ გვსურს. ჩვენი სურვილია, რუსეთის და სხვა ქვეყნების ჩართულობით მოხდეს ისრაელთან მოლაპარაკებები. ისრაელმა უნდა აღიაროს, რომ პრობლემის მოგვარება, მხოლოდ ორ სახელმწიფოებრივ ფორმატში არის შესაძლებელი,“ აცხადებს მაჰმუდ აბბასი იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუს დროს.



მსგავსი ინფორმაციები