ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს

1098728
ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას,  პენტაგონი სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი,  რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები