ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა?!

ამის შესახებ მან ტვიტტერით განაცხადა

1097779
ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა?!

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არგენტინაში გამგზავრების წინ, სადაც მონაწილეობას მიიღებს დიდ ოციანთა სამიტში, სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი პირისპირი შეხვედრა გააუქმა.

ამავე მესიჯში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთმა არ დაუბრუნა უკრაინას ქერჩის სრუტეში კვირას დატყვევებული გემები და მათი ეკიპაჟის წევრები, ამიტომაც, ყველა დაინტერესებული მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღო, გააუქმოს  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ბუენოს აირესში დაგეგმილი პირისპირი შეხვედრა.

ტრამპმა გაზეთ  Washington Post-სათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში  კი განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობასთან დაკავშირებით მან აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოსგან "სრული ანგარიში" მოითხოვა და ახლა მას ელოდება რა, საბოლოო გადაწყვეტილებასაც პუტინთან შეხვედრა არ შეხვედრის თაობაზე, სწორედ ამ ანგარიშის მიხედვით მიიღებს.

25 ნოემბერს, რუსულმა სამხედრო კატარღებმა, ქერჩის სრუტესთან სამი უკრანული გემი მათი ეკიაჟის წევრებიანად,  რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევის ბრალდებით დააკავა



მსგავსი ინფორმაციები