ციხეში წარმოქმნილი ბუნტის შედეგად 113 პატიმარი გაიქცა

მათგან ჯერ ჯერობით მხოლოდ 20 დააკავეს და ციხეში დააბრუნეს

1097859
ციხეში წარმოქმნილი ბუნტის შედეგად 113 პატიმარი გაიქცა

 

ინდონეზიიდან მიღებული ინფორმაციებით, ამ ქვეყნის აჩეს პროვინციაში, რომელიც კუნძულ სუმატრაზე მდებარეობს, 113 პატიმარი ციხიდან გაიქცა.

გაზეთ Kompas-ის თანახმად, აჩეს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ბანდა აჩეს ციხიდან, რომელშიც სულ 726 პატიმარი იმყოფება, გუშინ საღამოს წარმოქმნილი ბუნტის შედეგად, 113 პატიმარი გაიქცა.

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შესძლეს 20 გაქცეულის დაკავება და ისინი კვლავ ციხეში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენ გაქცეულთა ძიება კი გრძელდება.

ჯერ ჯერობით უცნობია ციხეში წარმოქმნილი ბუნტის მიზეზები და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს



მსგავსი ინფორმაციები