მერკელი პუტინთან შეხვედრისას აზოვის ზღვაში არსებულ დაძაბულობას განიხილავს

მერკელი არგენტინაში დიდი ოცეულის (G20) სამიტის, ფარგლებში პუტინთან პირისპირ შეხვედრას გამართავს

1097565
მერკელი პუტინთან შეხვედრისას აზოვის ზღვაში არსებულ დაძაბულობას განიხილავს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთმა, უკრაინას აზოვის ზღვაში წვდომის უფლება უნდა მისცეს. მერკელმა ბერლინში გამართულ, გერმანია-უკრაინის ბიზნესფორუმის შემდეგ პრესკონფერენციის დროს რუსეთ-უკრაინას შორის წარმოქმნილი დაძაბულობა შეაფასა. „რუსეთი მის სამეზობლოში მყოფთაგან  აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის და ახლა უკვე უკრაინის განვითარებას აბრკოლებს.  რუსეთის ამ ქმედებების მიმართ თვალები არ უნდა დავხუჭოთ. არგენტინაში დიდი ოცეულის (G20) სამიტის, ფარგლებში პუტინთან პირისპირ შეხვედრა უნდა გავმართო რა, ამ საკითხსაც განვიხილავთ,“ აღნიშნა მერკელმა. უკრაინის ოდესის ოლქიდან ქერჩის სრუტის მიმართულები მიმავალ სამ უკრაინულ გემს რუსეთმა 25 ნოემბერს გავლა აუკრძალა.  უკრაინული გემები ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები