ყირიმის რუსული სასამართლო დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს ასამართლებს

24 უკრაინელი სამხედროდან შვიდს, 2 თვით დააკავება გამოუტანეს

1096292
ყირიმის რუსული სასამართლო დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს ასამართლებს

 

 

რუსულმა სასამართლომ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქერჩის სრუტეში ტყვედ აყვანილი 24 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურიდან შვიდის მიმართ დაკავების გადაწყვეტილება გამოიტანა.

საინფორმაციო სააგენტო რიას ცნობით, ყირიმში მოქმედმა რუსულმა სასამართლომ, რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევის გამო, 7 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს 2-2 თვით დაკავების განაჩენი გამოუტანა, ხოლო დანარჩენი 17 სამხედროს სასამართლო პროცესი კი გრძელდება

25 ნოემბერს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ქერჩის სრუტის მახლობლად, რუსეთის სამხედრო კატარღებმა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი სამი გემი 24 თანამშრომელთან ერთად, რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევით დააკავეს, რამაც რუსეთ-უკრაინას შორის ახალი კრიზისი წარმოშვა



მსგავსი ინფორმაციები