რუსეთი უკრაინის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

პუტინ-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1095558
რუსეთი უკრაინის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან  გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის მიერ გამოცხადებული საომარი მოქმედებების გამო შეშფოთებული არიან. კრემლის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს,  ქერჩის სრუტეში რუსეთ, უკრაინას შორის წარმოქმნილი დაძაბულობა განიხილეს. სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა კიევი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. „უკრაინის მთავრობის მიერ საომარი მოქმედებების გამოცხადება და არმიის საომარ პოზიციაში მოყვანა შემაშფოთებელია. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ გადადგამს რა, ამ თვალსაზრისით გერმანია კიევის მთავრობაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს,“ განაცხადა პუტინმა მერკელთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. უკრაინის მთავრობამ, ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების გამო, გუშინ საღამოს  საომარი მდგომარეობის  გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები