გაეროს უს ქერჩის დაძაბულობა განიხილა

“რუსეთმა უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი“

1095518
გაეროს უს ქერჩის დაძაბულობა განიხილა

 

გაეროს უშიშროების საბჭოზე, რუსეთსა და უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში წარმოქმნილი დაძაბულობის განხილვის დაწყებამდე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვლადიმირ იელჩენკომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთზე სანქციები აუცილებლად უნდა გაზარდონ და ეს ერთადერთი გზაა, რადგან რუსეთს სხვა ენაზე არ ესმის.

როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინას შორის ახალი დაძაბულობის დაწყებისთანავე მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეკრებისკენ მოუწოდა.

25 დეკემბერს აზოვის ზღვაში, საომარი ინციდენტი მოხდა ორი ქვეყნის სამხედრო გემებს შორის, რომლის დროსაც რუსულმა გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელებს და 6 კაცი დაჭრეს, ხოლო ამის პარალელურად უკრაინული გემებიც დააკავეს.

სწორედ ამ ინციდენტის განხილვისათვის გუშინ სასწრაფოდ შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო, რომელზედაც აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავება „უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო“, რასაც არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

მანვე მოსკოვს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ მოსკოვისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს, რადგან ახალი შეზღუდვები მდგომარეობას კიდევ  უფრო გაართულებს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში დიმიტრი პოლიანსკიმ კი თავისი ქვეყნის ქმედებების გამართლება სცადა.

მისი თქმით, უკრაინული გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდნენ, დაარღვიეს რუსეთის საზღვარი რა, ამასთან რუსი მესაზღვრეების ბრძანებას არ დაემორჩილნენ.

მანვე ინციდენტი წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა, რომელსაც დასავლეთმა დაუჭირა მხარი და დასძინა, რომ ეს ინციდენტი უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრო პოროშენკოს რეიტინგის ამაღლებაზე არის გათვლილი.



მსგავსი ინფორმაციები