ნილოსში სამგზავრო ნავი ჩაიძირა
დაიღუპა 5, დაშავდა 20 ადამიანი
1094506
ეგვიპტეში, მდინარე ნილოსში, სამგზავრო ნავის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ეგვიპტის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო-MENA/მენას განცხადებით, სამგზავრო ნავი მენოფიესა და ბუირას დასახლებებს შორის ჩაიძირა და 20 ადამიანი კი დაშავდა რა, ტრაგედიის ადგილზე სასწრაფოდ მოსულმა სამაშველო ეკიპაჟებმა ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადააგზავნეს.
ამავე ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა ასევე ამ რეგიონის გუბერნატორი საიდ აბბასიც, რომლის განცხადებითაც, დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს დახმარებებს გაუწევენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს