მერკელმა ბრექსიტი შეაფასა

“ეს არის ისტორიული დღე“

1094559
მერკელმა ბრექსიტი შეაფასა

 

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ მოწყობილ პრეს კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის დატოვება ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა, პატივს სცემენ მათ ამ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეს სამიტი ისტორიული შეხვედრა იყო და ამიტომ ეს დღეს არის ისტორიული დღე. მანვე გადაუხადა მათ, ვინც ხელი შეუწყო პოლიტიკური დეკლარაციის მომზადებას.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად დიდი ბრიტანეთი დარჩება როგორც ევროპული ქვეყანა.

“ჩვენ ვწუხვართ რომ ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, მაგრამ, საქმეს გვიმსუბუქებს შეთანხმების მიღწევა“, განაცხადა მერკელმა



მსგავსი ინფორმაციები