საფრანგეთმა ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის მქონე 18 ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საფრანგეთმა, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის მქონე 18 ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

1093491
საფრანგეთმა ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის მქონე 18 ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საფრანგეთმა, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის მქონე 18 ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის მქონე 18 ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  

აქვე აღნიშნულია რომ ეს აკრძალვა შენგენის ზონისთვის მოქმედებს.

განცხადების მიხედვით, სანქციები გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით შესაძლოა გადაიხედოს ან გაფართოვდეს. საფრანგეთს ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა სიმართლის გამოვლენა სურს და საუდის არაბეთისგან ამ საკითხთან დაკავშირებით გამჭვირვალე, მასშტაბურ და დეტალურ პასუხს ელოდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან ერთად „ევროკავშირის მიერ გასატარებელ სანქციებზე მუშაობს.“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გუშინ წინ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენც (მკვლელობის საკითხზე) იმის მიხედვით რაც ვიცით სწრაფი ფორმით რამდენიმე სანქციას დავაწესებთ.“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, კრისტოფერ ბურგერმა, ფედერალურ პრესცენტრში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირში მყოფ 18 ადამიანს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესეს.

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს ქორწინების პროცედურებისათვის მისულ საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.
 



მსგავსი ინფორმაციები