პაკისტანში ჩინეთის საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

პაკისტანში ჩინეთის საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა.

1093380
პაკისტანში ჩინეთის საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში მდებარე ჩინეთის საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა.  

თვითმხილველთა თქმით, კარაჩის კლიფტონ ბლოკის მეოთხე რეგიონში მომხდარი თავდასხმის დროს 3 ან 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა იარაღისა და ხელყუმბარების გამოყენებით საკონსულოში შესვლა სცადა, რასაც საკონსულოს პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის შეტაკება მოჰყვა.

შეტაკების შედეგად 1 პოლიციელი დაიჭრა.

რეგიონში სპეცდანიშნულების ჯგუფები და უსაფრთხოების თანამშრომლები იქნა გაგზავნილი, საკონსულოს და მისი მიმდებარე ტერიტორია კი უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს.



მსგავსი ინფორმაციები