ავსტრალიას მტვრის ქარიშხალმა გადაუარა

ავსტრალიას მტვრის ქარიშხალმა გადაუარა

1093067
ავსტრალიას მტვრის ქარიშხალმა გადაუარა

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში გიგანტური მტვრის ქარიშხალის გამო ცა სტაფილოსფერად განათდა. აღნიშნულმა ფაქტმა  ჰაერის ხარისხის სერიოზული შემცირება გამოიწვია. სააგენტო BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტიქია დედაქალაქ სიდნეის უახლოვდება. ავსტრალიის მეტეოროლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ძლიერი მტვრის ქარიშხალის გამომწვევი მიზეზი აგვისტოს თვიდან მოყოლებული გვალვები გახლავთ. უფლებამოსილებები მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ და პირბადეები  გამოიყენონ. სიდნეიში მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა რა დროსაც მოსახლეობას დიდი პრობლემები შეექმნა.



მსგავსი ინფორმაციები