აშშ-ში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

1092711
აშშ-ში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ამერიკის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში მძვინვარე, შტატის ისტორიაში ყველაზე ძლიერი, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

რეგიონის ბიუთის შერიფის, კორი ჰონეას განცხადებით, კიდევ ორი გარდაცვლი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ნალექის გამო სამძებრო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის გამო დაახლოებით 600 ადამიანის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ და მინიმუმ 13 ათას 500 სახლი განადგურდა.

კალიფორნიის ჩრდილოეთში 8 ნოემბერს წარმოქმნილი ხანძარი ყველაზე მომაკვდინებლად შეფასდა შტატის ისტორიაში.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #კალიფორნია , #ხანძარი

მსგავსი ინფორმაციები