ტრამპი აშშ-საუდის არაბეთის სავაჭრო ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს

ტრამპი აშშ-საუდის არაბეთის სავაჭრო ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს

1092405
ტრამპი აშშ-საუდის არაბეთის სავაჭრო ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებებს არ დათმობენ. ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობები შეაფასა. „100 მილიარდობით დოლარის შეთანხმებას არ დავთმობთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ შეთანხმებებს დავთმობთ, ნავთობის ფასები საგრძნობლად გაიზრდება. მე თვითონ პიროვნულად საუდის არაბეთთან არანაირი სავაჭრო კავშირი არ გამაჩნია. საერთოდ არ მაინტერესებს მაგრამ, არ უდნა დაგვავიწყდეს, რომ ისინი  ჩვენი ქვეყნიდან 100 მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქციას ყიდულობენ. იმ შემთხვევაში თუ რიადი სამხედრო საჭიროებას ჩვენგან არ იყიდის, მაშინ რუსეთისგან და ჩინეთისგან უნდა იყიდონ, რითაც თვით ჩინეთი და რუსეთიც კმაყოფილები დარჩებიან,“ განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი ინფორმაციები