ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია

ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა

1091976
ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია

 

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალი იწყება და მის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია.

მან ყურადღება გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებაზეც და თქვა, რომ ამ ორივე მხარემ საზღვაო, კიბერ და ჰიბრიდული თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა საგრძნობლად გაზარდა.

იგი მიესალმა ევროპის უსაფრთხოების ინიციატივებსაც, თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ იგი არ უნდა გადაიქცეს ნატო-ს ალტერნატივად, რადგან ნატო კვლავ რჩება მთავარ ქვაკუთხედად ევროპული უსაფრთხოების საკითხებში.

“ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან რუსული საშუალო მანძილიანი ბირთვული ძალების ხელშეკრულების (INF) საფრთხეში მომქცევი ახალი რაკეტების საკითხსაც განვიხილავთ, რომლის მიმართ აშშ-ი ერთგული რჩება და მოსკოვისგანაც ვალდებულებების "სრულ და გამჭვირვალე" შესრულებას ვითხოვთ“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა



მსგავსი ინფორმაციები