ქაბულში ტერაქტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

პრეზიდენტმა აშრაფ განიმ და ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა

1091911
ქაბულში ტერაქტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიების დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 50 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აეროპორტის გზაზე, ერთ-ერთ საქორწინო დარბაზთან განხორციელდა. მომხდარის შედეგად ასევე 85 ადამიანიც დაშავდა. პრეზიდენტის პრესსპიკერ, ჰარუნ ჩაჰანსურის განცხადებით, მომხდარი მკაცრად დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ და ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები