შეიარაღებული თავდასხმა საავადმყოფოში

მძიმედ დაიჭრა 4 ადამიანი

1091250
შეიარაღებული თავდასხმა საავადმყოფოში

 

აშშ-ს მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ჩიკაგოს "Mercy Hospital"-ის სახელწოდების საავადმყოფოში მინიმუმ 4 ადამიანი სერიოზულად დაიჭრა ჯერ ჯერობით ვინაობა დაუდგენელი ეჭვმიტანილის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც თავდასხმის ადგილზე მოკლული ნახეს.

ჩიკაგოს პოლიციის უფროსმა ენტონი გუგლიელმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად დაჭრილ 4 ადამიანს შორის ერთი პოლიციელია, ერთიც ჰოსპიტალის თანამშრომელი და ყველა დაჭრილის მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყო.

ამავე ცნობით, ეჭვმიტანილი იყო 32 წლის მამაკაცი და ჯერ ჯერობით ისიც დაუდგენელია, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თუ იგი პოლიციამ მოკლა.

საავადმყოფოს შიგნით და გარეთ პოლიციის მხრიდან ფართომასშტაბიანი უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული და მათვე განაცხადეს, რომ საავადმყოფოში ან მის პაციენტებზე რაიმე საფრთხე არ არსებობს.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა



მსგავსი ინფორმაციები