გაჟამ 10 კაცი იმსხვერპლა

იგი სამხრეთ ინდოეთში მძვინვარებს

1089226
გაჟამ 10 კაცი იმსხვერპლა

 

ინდოეთის სამხრეთში მძვინვარე ტროპიკულ ქარიშხალს 10  ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთის ეროვნული კატასტროფების მართვის წარმომადგენელმა ნარენდრა კუმარმა განაცხადა, რომ მინიმუმ ათმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე თამილ ნადუს პროვინციის სანაპიროებს თავს დამტყდარი გაჟას სახელწოდების ქარიშხლის შედეგად, მრავალი სახლი და ნაგებობა კი ძლიერ დაზიანდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანა 80 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, რეგიონში ქარიშხლის სიჩქარე საათში 90 კილომეტრს აღწევს, რის გამოც სკოლებში სწავლა შეწყდა.

1999 წელს ინდოეთში, ორისას ქარიშხლის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები